Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679928&print=yes&view=jobs
 
უძრავი ქონების რეალტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების რეალტორი
მომწოდებელი: Way In
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
უძრავი ქონების კომპანია "Way in" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების რეალტორის პოზიციაზე.

მოკლედ კომპანიის შესახებ: უძრავი ქონების კომპანია "Way in", რომელიც არის საქართველოს ბაზარზე 2023 წლიდან, ორიენტირებულია განვითარებაზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას ბინების, სახლების, კომერციულ ფართების და მიწის ნაკვეთების ყიდვა - გაყიდვა - გაქირავების მიმართულებით.

სამუშაო პირობები: 7 საათიანი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 12:00-დან 19:00-მდე - შაბათი - კვირა დასვენება.
ანაზღაურება: გამომუშავებით, 1500 ლარიდან 7000 ლარამდე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. მიცკევიჩის 29ბ

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** გასაყიდი და გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება და შესაბამის პლატფორმებზე განთავსება;
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** უძრავი ქონების მონაცემთა ბაზაში შეტანა-რეგისტრაცია;
** შეხვედრების დაგეგმვა/მოლაპარაკებების წარმოება;
** ხელშეკრულების გაფორმება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** კორპორაციულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო პაკეტს;
** თვის წამახალისებელ ვაუჩერულ სისტემას ბონუსის სახით;
** მეგობრულ გარემოს/თიმბილდინგს;
** წამახალისებელ ღონისძიებებს, ტურები როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის ტრენინგებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების ტექნიკები, კონფლიქტების მოგვარება, ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: wayin.geo@gmail.com. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "რეალტორის" პოზიციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე: 568 91 55 05

შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია