Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679924&print=yes&view=jobs
 
უმცროსი არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი არქიტექტორი
მომწოდებელი: არტტექსი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
სამშენებლო კომპანია შპს "არტტექსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი არქიტექტორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ კომპანია "არტტექსი", 2005 წელს პირველი ნაბიჯები გადავდგით სამშენებლო სფეროში.

ინოვაციურმა მიდგომებმა და წლების განმავლობაში განხორციელებულმა არაერთმა პროექტმა შექმნა "არტტექსი", როგორც ხარისხსა და განვითარებაზე ორიენტირებული, მრავალფუნქციური, სანდო, მზრუნველი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია.

2019 წელს რებრენდინგის შემდეგ, ახალი შემადგენლობით გავაგრძელეთ საქმიანობა და მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ პოზიცია სამშენებლო ბაზარზე. დღეს ჩვენს მთავარ საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2021 წელს მოვიპოვეთ ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი, რომელიც ხაზს უსვამს სანდოობას ხარისხთან მიმართებაში.

ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა ჯანსაღი გარემოს შექმნა მომავალი თაობისთვის, რაც ჩვენი მხრიდან გამოიხატება ხელოვნების, განათლების, სპორტის განვითარების ხელის შეწყობითა და ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სულხან ცინცაძის N26
სამუშაო განაკვეთი: არასრული
ანაზღაურება: 1000 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა: MS Office, MS Project, Archicad, Autocad;

სამუშაოს აღწერილობა:

** მრავალფუნქციური არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
** არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
** მუშა დოკუმენტაციის მომზადება;
** ტექნიკური საკითხების დამუშავება;
** შიდა გეგმარებების მომზადება;
** სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება, შესრულებული სამუშაოების აზომვა და შესაბამისი ნახაზის მომზადება;
** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
** დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;

უნარები და თვისებები:

** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მოწესრიგებული, პასუხისმგებლობიანი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე 20 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@arttex.ge. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "უმცროსი არქიტექტორი".

გაითვალისწინეთ, რომ 20 ნოემბრის შემდეგ გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია