|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Avia.ge
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
"Avia.ge" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთით
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის Facebook და TikTok გვერდების ყოველდღიური მართვა;
** საინფორმაციო და სარეკლამო ტექსტების გამართვა და რედაქტირება;
** ავიაციის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ბლოგების, სიახლეების, ანალიტიკური სტატიებისა და თემატური მასალების მომზადება;
** Avia News და სხვა ავიაციური წყაროებიდან სიახლეების გადმოტანა და ვიზუალურ მასალასთან ერთად ატვირთვა;
** ვიდეო და ვიზუალური კონტენტის დაგეგმვა და ატვირთვა.
** ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ვიდეო/ვიზუალური კონტენტის გენერირებისთვის ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (შეთანხმებით შესაძლებელია მცირე მოქნილობა სამუშაო საათებში)
ანაზღაურება: საწყისი ხელფასი: 1500 ლარი
გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ გათვალისწინებულია ანაზღაურების ზრდა.
მოთხოვნები:
** ტექსტების წერისა და რედაქტირების კარგი უნარი ქართულად;
** გამოცდილება Facebook და TikTok გვერდების მართვაში;
** ინტერესის სფერო — ავიაცია, მოგზაურობა ან ტურიზმი;
** სასურველია Canva, ChatGPT ან სხვა AI ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა.
კონტაქტი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@aviage.ge
|
|
|
|