Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - ცინცაძის N12
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ლიბრა
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ლიბრა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისში (ცინცაძის N12)

ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსთამთავრებული ან სტუდენტი
** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
** სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა

ძირითადი მოთხოვნები:

** შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით
** პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსაუხრების გაცნობა და შეთავაზება
** არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:

კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:

** სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი
** მომხმარებელთან ურთიერთობა
** გაყიდვების ტექნიკების ფლობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ ატმოსფეროს.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე კვირაში ცვლებში, კვირაში 1 დღე დასვენება.
შრომის ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება, ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა.

რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: librawignebi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე