Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679916&print=yes&view=jobs
 
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ომნია ჯორჯია
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
დეველოპერული კომპანია "ომნია ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ისნის რაიონი, ბერი გაბრიელ სალოსის 116
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, დისტანციურად
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოლიგრაფიული დიზაინის (ფლაერები, ბუკლეტები, სტიკერები და სხვა მასალები) შექმნა და შესაბამის ზომებში საბეჭდ ფაილებად გამზადება;
** სოციალური მედიის არხებისთვის საკომუნიკაციო ვიზუალების მომზადება;
** მარკეტინგული კამპანიებისთვის საჭირო გრაფიკული მასალების დამზადება;
** კრეატიულ პროცესებში ჩართულობა;
** დავალების შეთანხმებულ ვადაში, ხარისხიანად შესრულება.

სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

** გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა (Adobe Photoshop, Illustrator);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის (სასურველია დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის) 3 წლიანი გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით.

აპლიკაციის მიღება:

ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ პორტფოლიო და CV ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე info@fulcrumholding.com. გთხოვთ, თქვენი ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია