|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
თერმო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.
ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.
კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსმონავტების ქუჩა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** Fitpass.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა, მათთვის შეთავაზებების მომზადება და გაცნობა;
** გაყიდვების ზრდისთვის დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების ახალი არხების მოძიება და ინიცირება;
** თერმო ცენტრის ფილიალებსა და ობიექტებზე წარმოდგენილი/წარმოსადგენი პროდუქციის გაცნობა მომხმარებლებისთვის;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამული ადმინისტრირება;
** ლოჯისტიკის ორგანიზება და მონიტორინგი;
** პერიოდულობით, ცენტრალურ საწყობში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი."
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|