|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Blue Waters
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
თუ გაქვს გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, ან მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის გაყიდვების სფეროში "ბლუ უოთერსი"ს გუნდში შენ გეძებთ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters
პოზიციის მიზანია:
მომხმარებლის საჭიროებების დაიდენტიფიცირება, შესაბამისი დახმარების აღმოჩენა და ტექნიკური შეხვედრის დაგეგმვა.
რას გააკეთებ:
** შემომავალი ლიდების დამუშავება, სატელეფონო ზარების განხორციელება
** მომხმარებლების საჭიროების დაიდენტიფიცირება, მათზე მორგებული შეთავაზებების შემუშავება
** ტექნიკური გუნდისთვის, მომხმარებელზე სრულყოფილი ინფორმაციის გაზიარება და შეხვედრის დაგეგმვაში ჩართულობა
** CRM-ში მონაცემების ასახვა
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1000 ლარი; ბონუსი - 2000 ლარი (საშუალოდ გენერირებული)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** შიდა სასწავლო სისტემებს
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთმდე (1 სთ შესვენება)
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/SalesManager1/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|