Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679856&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ისეკო
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
ISEKO არის ქართული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია რკინისა და ფოლადის მასალების წარმოებაში და რეალიზაციაში. კომპანია დაარსდა 2010 წელს და მდებარეობს თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე, სადაც 6000 მ² ფართობზე განლაგებული საწარმოო ობიექტი ფუნქციონირებს.

ISEKO-ს საწარმოო პროცესი ეფუძნება თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებსა და ხარისხის მართვის სისტემებს. კომპანია ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს და ევროსტანდარტების მიხედვით წარმოების უფლებას EN 10219 სპეციფიკაციით.

ამჟამად, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მთავარი მოვალეობები:

** მეტალის სტრუქტურული მასალების მოძიება საერთაშორისო და რეგიონულ მომწოდებლებთან
** მეტალის რეგიონული და ლოკალური ბაზრის ანალიზი - ფასების მონიტორინგი, ნედლეულის ტენდენციების შეფასება და სტრატეგიული შესყიდვების წარმოება
** არსებული და ახალი მომწოდებლების მოძიება და მართვა
** საუკეთესო კონტრაქტუალური პირობების შეთანხმება — ფასი, გადახდის პირობები, მიწოდების ვადები
** შესყიდვების სრული ციკლის მართვა: დაგეგმარება → შეკვეთა → ტრანსპორტირება → მარაგში გადაცემა
** გაყიდვების გეგმების და მოთხოვნის დაგეგმარება გაყიდვების გუნდთან ერთად
** მარაგების მართვა და დროული შევსება
** ლოჯისტიკური პროცესების მართვა: საზღვაო, სახმელეთო, ტრანსპორტირება, საბაჟო პროცედურები
** მოწოდების პროცესის მონიტორინგი - მიწოდების სიზუსტე, პროდუქციის ხარისხი
** დოკუმენტაციის მართვა და კომპანიის სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესყიდვებში, მომარაგებაში, ან/და ლოჯისტიკაში მინ. 2+ წლიანი გამოცდილება
** გამოცდილება მეტალის/სამშენებლო მასალების სექტორში — მნიშვნელოვანი უპირატესობა
** მეტალის ბაზრის ანალიტიკური ცოდნა — უპირატესობა
** ძლიერი მოლაპარაკების უნარი
** ლოჯისტიკაში (საზღვაო/სახმელეთო) მუშაობის კარგი გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნება, ფასებისა და ბაზრის შეფასება
** Excel მაღალ დონეზე
** ინგლისური ენის ცოდნა — სავალდებულო
** თურქული ენის ცოდნა — უპირატესობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა

პირადი უნარები:

** ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება
** შედეგზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** დინამიკურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@iseko.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება შესყიდვები მენეჯერი.

ოფისი/საწარმოს მისამართი: ქინძმარაულის 5/7, თბილისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია