Робота для біженців з України
მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: არამექს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
შპს "არამექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება და ტრანსპორტირების ციკლის სრულად კოორდინირება;
** როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა კვარტალური გეგმის შესასრულებლად და KPI-ს მისაღწევად;
** გზავნილების სტატუსთან დაკავშირებული ყოველდღიური/ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ლოჯისტიკურ ციკლთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება, შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება და პროგრამულად ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ლოჯისტიკის მიმართულებით);
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** თვითპრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებულს + ბონუსი);
** დინამიურ, პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-დან 18:00-მდე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორმის ქუჩა 12ა
ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე nata@aramex.com-ზე, სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე