Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679805&print=yes&view=jobs
 
ინოვაციების ფესტივალი InnoWave 2025 - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინოვაციების ფესტივალი InnoWave 2025
მომწოდებელი: APM Terminals
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
შემოუერთდი ფოთის ინოვაციების ფესტივალს - InnoWave 2025!

ფოთი, როგორც საქართველოს მთავარი საპორტო ქალაქი, ფლობს დიდ პოტენციალს, რომ გადაიქცეს ჭკვიან, მწვანე და ინოვაციურ ქალაქად. თუმცა, ამ მომავლის შესაქმნელად აუცილებელია ახალი იდეები თავად ახალგაზრდებისგან, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სტუდენტებისგან, სკოლის მოსწავლეებისგან, მეწარმეებისგან და სტარტაპერებისგან.

გაინტერესებს, როგორ შეიძლება ფოთი გახდეს უფრო ჭკვიანი და ტექნოლოგიურად განვითარებული ქალაქი? გსურს შენი იდეებით შეცვალო ქალაქის მომავალი, მოიპოვო მცირე გრანტი და გუნდთან ერთად იმუშაო რეალურ პროექტზე?

ეიპიემ ტერმინალს ფოთი, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, "მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა" პროექტის ფარგლებში, გიწვევთ ინოვაციების ფესტივალზე InnoWave 2025. ფესტივალის მიზანია უზრუნველყოს ახალგაზრდების ჩართულობა ფოთის მრავალმხრივი განვითარებისთვის საჭირო იდეებისა და აქტივობების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.

ფესტივალის ფარგლებში, 40-მდე შერჩეული ახალგაზრდა, სამი დღის განმავლობაში ჩაერთვება იდეების ჰაკათონში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ტურიზმი - ფოთის, როგორც ახალი, მრავალფეროვანი და მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების აღმოჩენა და პოპულარიზაცია. მათ შორის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის, ზღვისპირა რესურსებისა და ეკო-ტურიზმის პოტენციალის გამოყენება.

ტრანსპორტი და ლოგისტიკა - ფოთის გარდაქმნა სმარტ, მწვანე და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრ‌ად შავი ზღვის რეგიონში.

სერვისების განვითარება - თანამედროვე, ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო და კერძო სერვისების შექმნა, რაც გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ფოთს უფრო კომფორტულ და განვითარებულ ქალაქად აქცევს.
თავისუფალი თემა: მივესალმებით ნებისმიერ ახალ და ინოვაციურ, მათ შორის ახალგაზრდებზე ორიენტირებულ იდეას, რომელიც ხელს შეუწყობს ფოთის გარდაქმნას უფრო მიმზიდველ და აქტიურ ქალაქად.
ფესტივალის ფარგლებში, იდეების გენერირებისა და განვითარების თემატიკის წარმოჩენის მიზნით, გაიმართება ურბანული დაგეგმარებისა და ჭკვიანი ქალაქის მასტერკლასი. სესიას სფეროში ცნობილი ექსპერტი წარუძღვება, რომელიც მონაწილეებს დაეხმარება ადგილობრივი კონტექსტისა და საჭიროებების გაანალიზებაში, პრობლემების განსაზღვრაში და ინოვაციური გადაწყვეტების ჩამოყალიბებაში.

ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მოტივირებულ თანატოლებთან ერთად რეალური წვლილი შეიტანონ ქალაქ ფოთის ტრანსფორმაციასა და მდგრად განვითარებაში. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეები განავითარებენ პრაქტიკულ უნარებს, მათ შორის პროექტის დიზაინის, იდეების ეფექტურად პრეზენტაციის, გუნდური მუშაობისა და კრიტიკულ ანალიზის მიმართულებით, რომელიც მათ მომავალ პროფესიულ და საზოგადოებრივ აქტივობაში დაეხმარებათ.

როდის: 5-7 დეკემბერი, 2025
სად: ფოთი

ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა:

** 16 - 25 წლის ახალგაზრდები მთელი საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქალაქის განვითარებითა და ინოვაციური პროექტების განხორციელებით.
** *ტრანსპორტირების, კვებისა და განთავსების ხარჯებს უზრუნველყოფს ორგანიზატორი.
** იდეების ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სამი წევრისგან შემდგარი გუნდის ფორმირება. გუნდი ფესტივალში ერთი სახელით მიიღებს მონაწილეობას, შესაბამისად ინდივიდუალური განაცხადის შევსება საჭირო არ არის.
** ჩვენი რეკომენდაციაა, გუნდში მოიწვიოთ ისეთი თანამოაზრეები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ ცოდნასა და უნარებს ფლობენ, რაც დაგეხმარებათ იდეის ეფექტურად დაგეგმვასა და რეალიზებაში.

განაცხადის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1ElJO1aftxgUVgPRoHNqOUA9TjXD6i3YkGA_Mg5Ynhgg/edit

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 ნოემბერი, 2025

გაქვთ შეკითხვები? 14 ნოემბრამდე მოგვწერეთ მითითებულ ელფოსტაზე: etuna.tsotniashvili@apmterminals.com

იფიქრე. აღმოაჩინე. შექმენი.

შეცვალე მომავალი ფოთის ინოვაციების ფესტივალზე InnoWave 2025!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია