Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679756&print=yes&view=jobs
 
ავტო შესყიდვების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო შესყიდვების ექსპერტი
მომწოდებელი: ქარმოლი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
კომპანია "ქარმოლი" აცხადებს ვაკანსიას ავტო შესყიდვების ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი;
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი;
მდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი, N 4.

ჩვენს შესახებ:

"Carmall" არის კომპანია, რომელიც აქტიურად ახორციელებს ავტომობილების იმპორტს ამერიკიდან და საქართველოში ქმნის ახალ, კომფორტულ სტანდარტს ავტომობილის შეძენის პროცესში. გვჯერა, რომ თითოეულ თანამშრომელში იმალება დიდი პოტენციალი. ჩვენ, როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, ხელს ვუწყობთ ადამიანებს, გამოავლინონ თავიანთი საუკეთესო მხარე და აიმაღლონ საკუთარი სტანდარტები ყოველდღიურად.

ჩვენი გუნდი მეგობრულია, პოზიტიური და ენერგიით სავსე, თუ გინდა კარგ გარემოში მუშაობა, გიყვარს ავტომობილები - ეს პოზიცია ნამდვილად შენთვის არის.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზიანებული ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის პროფესიული შეფასება ამერიკულ აუქციონებზე;
** მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილების შერჩევა ამერიკის ავტო აუქციონებზე;
** ავტომობილების ფოტო-ვიდეო ანალიზი;
** ავტომობილების დეფექტების დეტალური აღწერა;
** დაზიანებული ავტომობილების სავარაუდო აღდგენის ღირებულების გამოთვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია გიყვარდეთ ავტომობილები;
** აუცილებელია გამოცდილება ავტომობილების იმპორტის სფეროში;
** ამერიკის ავტო აუქციონების სრულფასოვნად ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@carmall.ge სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 05.12.2025.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: https://carmall.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია