Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679747&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ბიომი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
"ბიომი ჰოლდინგი" აცხადებს შერჩევას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ კვირაში 6 დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1245 ლარი გამოსაცდელ პერიოდში. გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ფიქსირებული + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი
** გაყიდული ნივთის გატარება და ფასის შემოწმება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა
** ელექტრონული ზედნადების გამოწერა
** საგარანტიოს გამოწერა
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
** მაღაზიაში პირველადი დოკუმენტების შემოწმება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (ბალანსი, C1, MS Word, Excel, Outlook, Internet);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური, პასუხისმგებლობიანი, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
** სიახლის სწრაფად ათვისება და თვითგანვითარების უნარი;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა.
** მე-13 ხელფასი წლის ბოლოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biomi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@biomi.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია