|
დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
MGL Group
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
"MGL GROUP"-ის ფოთის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის 50.
კომპანიის შესახებ:
"MGL GROUP" ბულგარულ-ქართული საექსპედიტორო კომპანიაა, რომელიც 2012 ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს საერთაშორისო და ადგილობრივ გადაზიდვებს მსოფლიოს მასშტაბით.
ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ მაღალი დონის ლოგისტიკური მომსახურება.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება;
** მომსახურების წარდგენა და შეთავაზებების მომზადება;
** მოლაპარაკებების ჩატარება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** არსებული კლიენტების მომსახურება და მათი საჭიროებების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ან ლოჯისტიკის მიმართულებით);
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია ლოგისტიკის სექტორში);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, მოლაპარაკებების წარმოების და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი და ინიციატივა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ ზრდასა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსებს შედეგების მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: k.okujava@mgl.ge
|
|
|
|