Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679729&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

პოზიციის აღწერა: სასტუმრო ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც აქტიურად იმუშავებს კორპორატიულ და ინდივიდუალურ გაყიდვებზე, დაამყარებს ახალ ბიზნესკონტაქტებს და ხელს შეუწყობს სასტუმროს შემოსავლების ზრდას.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას

მთავარი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** შემომავალი მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზებების მომზადება;
** კორპორატიულ პარტნიორებთან რეგულარული კომუნიკაცია;
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი.

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

** სავალდებულოა სასტუმროში მუშაობის გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — აუცილებელია;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების კარგი უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, CRM).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: grouphit2025@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია