Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679682&print=yes&view=jobs
 
პარტნიორი ქსელების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პარტნიორი ქსელების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

გაგვიცანი უფრო ახლოს: www.ch.ge

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი ქსელების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა N36
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული ქსელური პარტნიორების მართვა და თანამშრომლობის გაღრმავება;
** ახალი ქსელური ობიექტების მოძიება და პარტნიორობაში ჩართვა, პირობებზე მოლაპარაკება;
** ფასების, პირობების, დისტრიბუციის და მარკეტინგული აქტივობების შეთანხმება;
** კონტრაქტების შესრულების მონიტორინგი;
** ასორტიმენტის გაფართოების, სპეციალური შეთავაზებებისა და აქციების დაგეგმვა;
** ქსელურ ობიექტებში პროდუქტის წარმოჩენის დაგეგმვა და მართვა;
** პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა (მიწოდება, ვადები, ხარისხი და სხვ.)
** ანალიზი და რეპორტინგი;
** გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი;
** რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესი, მარკეტინგი, ეკონომიკა ან სხვა შესაბამისი მიმართულება);
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან / და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ძლიერი მოლაპარაკებების უნარები და კომერციული აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მზარდი შრომითი ანაზღაურება;
** კომფორტული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "პარტნიორი ქსელების განვითარების მენეჯერი".

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია