Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი/პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი/პრისელერი
მომწოდებელი: სან დრაი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
შპს "სან დრაი" საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის/პრისელერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია (https://tita.ge/about_company/)

მოვალეობები:

** გაყიდვების ყოველწლიური/კვარტალური გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე ზრუნვა;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება - რეპორტინგი;
** გაყიდვების ახალი არხების შემუშავება, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და კორპორაციული მიმართულებებით;
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
** სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან ბიზნეს მოლაპარაკების წარმოება;
** მათი ინტერესების გაგება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** სამოქმედო გეგმის შემუშავება პროდუქტის რეალიზებისთვის - როგორც საცალო ისე B2B ბაზარზე;
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - კატეგორია B
** საკუთარი ავტომობილი (საწვავის სრულად კომპენსაციით)
** კომუნიკაბელურობა, გაყიდვების უნარები, პასუხისმგებლობა
** საყოფაცხოვრებო ჰიგიენის და ქიმიის გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი
ფიქსირებული ანაზღაურება: 1200 ლარი + გაყიდვების ბონუსი (2%)
პირველი 3 თვე: ფიქსირებული 500 ლარი + გაყიდვების ბონუსი (5%)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@tita.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე