Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679662&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხოებისა და დისციპლინის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოებისა და დისციპლინის ოფიცერი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოებისა და დისციპლინის ოფიცრის პოზიციაზე (მანდატური) პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.
პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე "პროგრესს" ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/

თანამდებობის დასახელება: უსაფრთხოებისა და დისციპლინის ოფიცერი (მანდატური)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N39;
გრაფიკი: სრული (40-საათიანი სამუშაო კვირა)
ანაზღაურება: შეთანხმებით.

სამუშაოს ზოგადი აღწერა: უსაფრთხოებისა და დისციპლინის ოფიცერი უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო პროცესის განხორციელებას და პასუხისმგებელია სკოლაში უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სკოლის შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგი;
** სკოლაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ან გამოვლენილ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შემთხვევაში სკოლაში არსებული რეგულაციების შესაბამისად რეაგირება;
** მოსწავლეების ინფორმირება სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლის სამართლის დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა ქცევის შესახებ მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და სკოლის დირექციასთან აქტიური კომუნიკაცია;
** საგანგებო სიტუაციების (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) შემთხვევაში მონაწილეობა მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების ევაკუაციის პროცესში;
** კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენა და მედიატორის როლში მონაწილეობა მათ მოგვარებაში;
** სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან შეხვედრებში მონაწილეობა;
** მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა მიერ სასწავლო და სამუშაო დისციპლინის დაცვის მონიტორინგი;
** სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება. დისციპლინური გადაცდომის დროს დარღვევის ფურცლის შევსება და მონიტორინგი.
** სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ბაზის განახლების საჭიროების განაცხადის გაკეთება;
** დაწესებულების ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირება;
** ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** სკოლის შინაგანაწესის შესრულების მონიტორინგი;
** სკოლის მიზნებიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);
** განათლების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (სასურველია B1 დონეზე).

განაცხადის შემოტანის პროცესი:

თბილისის სკოლაში დასაქმების მსურველმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე (СV) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrtbilisi@schoolprogress.ge; სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაშიც დაგვიკავშირდით მეილის საშუალებით.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 ნოემბერი.

თქვენი მონაცემები შეინახება და დამუშავდება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

განაცხადები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოცემულობებს არ განიხილება.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია