Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679650&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
რკინის მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია "ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ჰოლდინგში შემავალი კომპანიის მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე რომელიც ექვემდებარება ფინანსური აღრიცხვის ხელმძღვანელს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, იუმაშევის ჩიხი N14
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების სრული ციკლი პროგრამა BALANCE-ში
** შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი;
** გადასახადების სწორად აღრიცხვა და გადახდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
** დებიტორ/კრედიტორების კონტროლი
** ტრანზაქციების კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება;
** ხელმძღვანელობისთვის პერიოდული რეპორტინგი;
** საგადასახადო რისკების შეფასება/მართვა;
** სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის.
** თვის დახურვის ოპერაციების წარმოება და გუნდის წევრებთან თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუღალტერიის სფეროში;
** საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის და კომუნიკაციის კარგი უნარები.

ბენეფიტი- კვება

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge . s.mamagulishvili@poladissakhli.ge

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მთავარი ბუღალტერი

კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია