Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3.
** სამუშაო დრო: კვირაში 2 დღე ოფისში, 3 დღე დისტანციურად.
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული კონტენტის გაანალიზებით, კონტენტ სტრატეგიის გაუმჯობესება;
** კომპანიის ძირითადი პროდუქტების შესახებ მარკეტინგული კონტენტის შექმნა;
** საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა;
** კონტენტ კალენდრის შედგენა და კოორდინირება;
** კონტენტ ლაინების შექმნა;
** კომპანიაში არსებული ბრენდების და მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი ორიგინალური და მიმზიდველი კონტენტის შექმნა სხვადასხვა პლატფორმისთვის (ტექსტი, სურათები, ვიდეოები) და განთავსების უზრუნველყოფა;
** კონტენტის იდეების გენერირება და განვითარება;
** სარეკლამო ხასიათის კონტენტის მომზადება;
** სოც.მედია არხების ყოველდღიური მართვა და მონიტორინგი;
** TikTok, Facebook, linkedin ტრენდების, კომპანიის კონტენტზე მორგება;
** ვიდეობის გადაღების უზრუნველყოფა, მონტაჟი, ვიდეოში მონაწილეობა;
** დიზაინერთან მუშაობა და მასთან ერთად პოსტის ვიზუალების შექმნა;
** ედვერთაიზერთან მუშაობა და მასთან ერთად სარეკლამო კამპანიების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში ვიდეოების ატვირთვა იუთუბზე;
** რეპორტინგის მიღება ედვერთაიზერისგან და მისი შეფასება და ანალიზი;
** ციფრული არხების შედეგების ანალიზი რეპორტინგი მენეჯმენტის გუნდთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება მარკეტინგის მიმართულებით (ჟურნალისტიკა, ციფრული მედია)
** ტრენდების იდენტიფიცირება და პროგნოზირება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრეატიული აზროვნება;
** დროის მენეჯმენტი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია;
** აუდიტორიის ქცევის შესწავლა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინფორმაციის სწორად აღქმისა და გადამუშავების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე