Робота для біженців з України
საქართველოს ეროვნული კონკურსი - ჟიურის წევრების შერჩევა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქართველოს ეროვნული კონკურსი - ჟიურის წევრების შერჩევა
მომწოდებელი: პროფესიული უნარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 679644_WorldSkills_6193260.zip
"პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს კონკურსს ჟიურის წევრების შესარჩევად.

WorldSkills - საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025 იწყება!

პროფესიული უნარების სააგენტო წელს WorldSkills-ის უნარების კონკურსს ეროვნულ დონეზე ჩაატარებს.

ეროვნულ დონეზე კონკურსი წინასწარ შერჩეულ პროფესიაში გაიმართება:

** მოდის ტექნოლოგიები
** ვებ-ტექნოლოგია
** თაბაშირ-მუყაოს სამუშაოები
** კონდიტერია
** თმის მომსახურება
** ავტომობილის ტექნოლოგია

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა თითოეული მიმართულებით სამი ჟიურის წევრი.
ჟიურის წევრები - კონკურსანტებს შეაფასებენ ეროვნული კონკურსის პრინციპების დაცვით, წინასწარ შემუშავებული საკონკურსო დავალებისა და შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.

ვის შეუძლია იყოს ჟიურის წევრი:

ჟიურის წევრების მიმართ მოთხოვნები:

** შესაბამის სექტორში კვალიფიკაცია ან/და საქმიანობის სულ მცირე 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება;
** დარგში არსებული საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა, რაც დასტურდება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებით ან/და განათლებით;
** შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ადგილობრივ/საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის ან/და გამარჯვების გამოცდილება.

ანაზღაურება: 650 ლარი დარიცხული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე და ადგილობრივ/საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის ან/და გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@geoskills.ge

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის, 14 ნოემბერი.

პროფესიული უნარების სააგენტო WorldSkills International-ის ასოცირებული წევრი და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელია. "WorldSkills International"-ის მისიაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ამ კუთხით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ეროვნული კონკურსის წესის გასაცნობად გაეცანით შემდეგ ბმულს: WorldSkills კონკურსის წესი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე