Робота для біженців з України
მძღოლი-ექსპედიტორი / მძღოლ-მომმარაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი / მძღოლ-მომმარაგებელი
მომწოდებელი: თაბუკა
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის, ჩაის და სნექების დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის/მძღოლ-მომმარაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის თანამშრომელთან ერთად პროდუქციის გადამოწმება და ავტოტრანსპორტში ჩალაგება.
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშუტის მიხედვით.
** პროდუქციის ობიექტებზე მიტანა და ზედნადების საფუძველზე გადაცემა.
** ავტოტრანსპორტის მოვლა და ტექნიკური გამართულობის მიზნით დროულად რეაგირება სარემონტო პროფილაკტიკაში შეკეთებით.
** უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა და მოტანა.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა, სასურველია C კატეგორიის ქონაც.
** სატვირთო (მაცივარი მარშუტკის ტიპის) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება
** სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი

გთავაზობთ:

** ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი (საშუალოდ 1400 - 2000)
** ტრანსპორტირებას
** ხელფასის ზრდის პერსპექტივას
** მეგობრულ გარემოს
** სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cvtabuka@gmail.com და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-ექსპედიტორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე