Робота для біженців з України
იურისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სამშენებლო-დეველოპერული კომპანია
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში, ეძებს კომუნიკაბელურ, მოწესრიგებულ და დეტალებზე ორიენტირებულ იურისტს ქუთაისში

სამუშაო ადგილი: ქუთაისი - ჰიბრიდული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები 10:00-18:00 საათამდე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (შეთანხმებით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ინტერესების დაცვა სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე, სხვა მესამე პირებთან ურთიერთობის დროს;
** მხარეებთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის შიდასამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების (შეთანხმებების) პროექტების მომზადება და მათი კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან და კომპანიის სხვა შიდა მმართველობით/განკარგულებით დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** შემოსული კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება, საჭიროების შესაბამისად დასაბუთებული წერილების მომზადება;
** მოთხოვნის შემთხვევაში პარტნიორთა კრებაზე დასწრება და განსახილველ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
** მარეგისტრირებელ ორგანოში კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების და ცვლილების მუდმივი მონიტორინგი, მათი ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
** შესრულება ყველა სხვა პროფესიული დავალებისა, რომლებიც აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა

რას გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** კომფორტული და მეგობრულ სამუშაო გარემო
** პროფესიულ კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა
** კონკურენტული ანაზღაურება და ზრდის პერსპექტივა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: area.development.kutaisi@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე