Робота для біженців з України
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვაითბით ჯორჯია
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
"ვაითბით ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი

WhiteBIT Georgia არის გლობალური კრიპტო ბირჟის - WhiteBIT-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.

კომპანია მიზნად ისახავს კრიპტოვალუტის ბაზრის ხელმისაწვდომობის ზრდას ყველა მომხმარებლისთვის, უსაფრთხო და თანამედროვე პლატფორმის მეშვეობით.
WhiteBIT გლობალურად წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟას ევროპაში (დაარსდა 2018 წელს) და თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა FC Barcelona, Trabzonspor, FACEIT და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო გუნდი.

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორული გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
** სტრატეგიული პარტნიორების მართვა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** პარტნიორებისთვის სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
** კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა
** პრობლემის ან გამოწვევის იდენტიფიცირება და მოგვარება.
** გაყიდვების ზრდისა და შემოსავლების ოპტიმიზაცია;
** ბაზრის კვლევა და პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირება;
** მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების გაფორმება;
** თანამშრომლობა გაყიდვების, მარკეტინგისა და პროდუქტის გუნდებთან;
** პარტნიორობის შედეგების ანალიზი და ანგარიშგება;
** ინდუსტრიულ ღონისძიებებსა და კონფერენციებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში ან ბიზნესის განვითარებაში;
** კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** სტრატეგიული აზროვნება და შედეგზე ორიენტირება;
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, მარკეტინგის ან ფინანსების მიმართულებით;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობა და პროფესიული ეთიკა.

რას გთავაზობთ:

** ოფიციალური დასაქმება და საგადასახადო კომპენსაცია;
** თანამედროვე სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** პროფესიული განვითარებისა და ტრენინგების შესაძლებლობა;
** ინდივიდუალური კარიერული განვითარების გეგმა.

ელ-ფოსტა: teona.gamisonia@whitebit.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე