Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: Clocks Hotel Tbilisi
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
"CLOCKS HOTEL" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

"CLOCKS HOTEL Tbilisi" გახლავთ 65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე.

პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:

** ეფექტურად მართოს ორგანიზაციაში HR სტრატეგია, შეიმუშაოს საუკეთესო პრაქტიკები, და მიდგომები, წამოაყენოს წინადადებები თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიმართულებით, გამოიჩინოს ინიციატივა და შეიმუშაოს წინადადებები სხვადასხვა HR პროექტების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და საუკეთესო კორპორატიული გარემოს შექმნას;
** ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესის სათანადო დაგეგმვა და წარმართვა (ვაკანსიის განთავსება, კანდიდატების მოძიება, გასაუბრებების დანიშვნა, და შერჩევა მენეჯერთან კოორდინაციით და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით);
** ახალი თანამშრომლის ონბორდინგის/ადაპტაციის პროცესის მართვა და მონიტორინგი კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად, შესაბამისი სტაჟირების/სწავლების პროგრამის ორგანიზება და მის მიმდინარეობის კონტროლი;
** ახალ თანამშრომელთა მონაცემების RS-ზე ატვირთვა/წაშლა/მართვა საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად;
** HR ადმინისტრაციული პროცესის სტანდარტიზება და შემდგომ მათი აქტიური მონიტორინგი; თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება შრომის კანონმდებლობის შესაბამისად (ბრძანებების დროული გამოცემა, თანამშრომელთა ცნობების გაცემა, შრომითი ხელშეკრულებებისა და სამუშაო აღწერილობების დროული შექმნა და სხვ.), ასევე თანამშრომელთა დემოგრაფიული მონაცემების კონტროლი და განახლება საჭიროებისამებრ შესაბამის სისტემებში;
** უზრუნველყოს თანამშრომელთა პირადი ინფორმაციის და პერსონალური მონაცემების დაცულობა კანონმდებლობის შესაბამისად;
** დადგენილი პერიოდულობით In-out მონაცემების კონტროლი და თაიმშიტების მომზადება, თანამშრომელთა სამუშაო განრიგების მომზადება / დამუშავება და ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
** თანამშრომელთა შესახებ საჭირო ინფორმაციის / განახლებული მონაცემების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება, რათა მოხდეს ხელფასების უწყისების დროული მომზადება;
** თანამშრომელთა ბენეფიტების სისტემის მართვა (ჯანმრთელობის დაზღვევა, და სხვ.) კომპანიაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად;
** სადაზღვევო დოკუმენტაციის - გამართულად წარმოება სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული რეპორტების წარმოება და მენეჯმენტის ინფორმირება პერსონალთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე, რათა ეფექტურად მოხდეს HR სტრატეგიის წარმოება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემების მართვა / განხორციელება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, და მენეჯმენტის ინფორმირება არსებულის თაობაზე;
** კომპანიაში სამუშაო ეთიკისა და პრაქტიკების, ბიზნეს ქცევის კოდექსისა და სხვა მარეგულირებელი აქტებით განსაზღვრული სტანდარტების / პროცედურების / რეგულაციების ინიცირება, გატარება, სრულყოფა და მართვა;
** სამუშაო ანალიზისა და შეფასების განხორციელება, სამუშაო ძალის სწორად დაგეგმვა, ინიციატივების შემუშავება; პერსონალის სტაფინგის ოპტიმიზაციაზე ზრუნვა, ცვლიანობის განრიგების შედგენა და სხვა ადმინისტრაციული პროცესის მონიტორინგი, კანონმდებლობასა და კომპანიის ინტერესებთან შეთავსება;
** თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია, კომპანიაში არსებული შესაბამისი სტანდარტების შესახებ ცნობადობის ამაღლება, სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
** სხვადასხვა HR პროექტებში მონაწილეობა და განხორციელება, (მათ შორის HR პროგრამის / სოფთის დანერგვა / მართვა)
** სხვა ადმინისტრაციული დავალებები, რაც მომდინარეობს სამუშაო სპეციფიკიდან

ძირითადი მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** აღნიშნული მიმართულებით, არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის, და დაკავშირებული კანონქვემდებარე დადგენილებების ცოდნა და პრაქტიკაში გატარება;
** კომპიუტერული პროგრამების სათანადო დონეზე ცოდნა (MS office programs, Outlook, Internet, HR Soft and e-mail) და გამოყენება;
** ინგლისური, რუსული და ქართული ენების სათანადო დონეზე ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.

თუ მზად ხართ სწრაფი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, მაშინ ჩვენი გუნდის ვაკანსიები არის შესაძლებლობა შემოგვიერთდეთ და განვითარდეთ ჩვენთან ერთად. გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე career@chm.ge და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის. გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ნოემბერი.

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე