|
დასახელება:
მშენებლობის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
ჩვენ ვართ "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ მშენებლობის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების კოორდინირება და მართვა;
** სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი, მექანიზმების შექმნა და დანერგვა;
** სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებაში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი სამშენებლო ნორმატიული აქტების გათვალისწინებით;
** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების პერიოდული მონიტორინგი და პროექტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** სამშენებლო მასალების, პროცესების და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
** სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების იდენტიფიცირება;
** ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება სამშენებლო პროცესების წარმოების დროს;
** არქიტექტურული ნაწილის პროექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება, საპროექტო ჯგუფის კონსულტირება ტექნიკურ საკითხებში;
** შესრულებული სამუშაოს ფორმა 2-ის მიღება/დადასტურება;
** საჭიროების მიხედვით, საპროექტო ცვლილებების ინიცირება;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია ტექნიკური მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|