|
დასახელება:
მითერი-რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი
|
|
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
|
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას მითერი-რეგისტრატორის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 12:00-21:00
ანაზღაურება: კვირაში სამი დღე: 700 ლ.; კვირაში ოთხი დღე: 800 ლ.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული მომხმარებლის მომსახურება [პირობების ზოგადი გაცნობა, სწორი გადამისამართება, პროდუქციის შეთავაზება და შეთავაზებების შესახებ კონსულტაციის გაწევა, კლიენტისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო გარემოს შექმნა];
** მომხმარებელთან კომუნიკაციაში აქტიური ჩართულობა;
** საჭიროების შემთხვევაში შემოსულ ზარებზე პასუხი;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის პროცედურაზე ჩაწერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავსი მოვალეობების შესრულების 6 თვიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დამატებითი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მომსახურების უნარები;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|