Робота для біженців з України
ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების მენეჯერი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აუთსორსული საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური მომსახურება, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების ადმინისტრირება და მართვა, IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: "შარმ ტრეიდინგი", "სუფთა სახლი", "GDCC", "შაბა", "A Logistics Company", "VitrA Georgia" და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.aacc.ge

AACC-ის გუნდში ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე ახალ წევრს ვეძებთ!

რას გთავაზობთ?

** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო განრიგი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (9:00 - 18:00 სთ);
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, აღმაშენებლის #61, ბიზნეს-ცენტრი: "მოზაიკა"
** ანაზღაურება: 3000 - 3500 NET (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრული გატარებების სისწორის უზრუნველყოფა და საბუღალტრო პროგრამაში მონაცემების ასახვა;
** საბანკო ოპერაციების დამუშავება და ნაშთების კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორული ანგარიშების მართვა და შედარების აქტების მომზადება;
** სახელფასო უწყისის და სხვა თანამშრომელთა სარგებლის დარიცხვა და გადარიცხვა;
** ბიუჯეტთან დაკავშირებული ოპერაციების, დეკლარაციებისა და საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება (საშემოსავლო, დღგ, მოგება, ქონება, საპენსიო და სხვა);
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და საბალანსო ანგარიშების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა და ცვეთის დარიცხვა;
** ინვენტარიზაციის და ხარჯების დროში გამიჯვნის პროცედურების განხორციელება;
** შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაცია და მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა;
** დეკლარაციების მომზადება (საშემოსავლო, განაცემები, დღგ, საპენსიო, მოგება და ქონება, ორმაგი დაბეგვრა (ფორმა 1);

მოთხოვნები, მოლოდინები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტრული/ფინანსური ან/და ეკონომიკური მიმართულებით;
** შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Microsoft Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების მენეჯერი"

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე