|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ვინდ ფაუერ
|
|
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
|
სს "ვინდ ფაუერ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
სს "ვინდ ფაუერ" არის შპს "ფერის" შვილობილი კომპანია. იგი ახორციელებს საქართველოში ყველაზე დიდ ქარის ელექტროსადგურის პროექტს - 206 მეგავატი დადგმული სიმძლავრის რუისის ქარის ელექტროსადგურს. კომპანიის მიზანია ელექტროენერგიის გაყიდვა საქართველოს ბაზარზე.
ფუნქციები:
** კომპანიის ბიზნეს და ფინანსური მონაცემების ანალიზი;
** კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების პროგნოზირება;
** კაპიტალის სტრუქტურისა და ბიუჯეტის მოდელირება;
** ანალიზის საფუძველზე ფინანსური მოდელების შექმნა ორგანიზაციული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად;
** ფინანსური გეგმებისა და რეპორტების შემუშავება;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკისა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალური და ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური უნარები.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00. შესვენება 1 საათი
CV-ის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 19 ნოემბერი, 2025 წელი
დაინტერესებულმა აპლიკანტმა CV უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@windpower.ge
შენიშვნა: გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|