Робота для біженців з України
ჯუნიორ გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯუნიორ გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ადემოტორსი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
ჯუნიორ გაყიდვების მენეჯერი - კარიერა "Ademotors"-ში.

გიყვართ ავტომობილები და გსურთ გაყიდვების სფეროში კარიერის დაწყება? "Ademotors" არის სავალი და ძრავის ნაწილებზე სპეციალიზებული საცალო მაღაზია, რომელიც ეძებს მოტივირებულ ჯუნიორ გაყიდვების მენეჯერს.

ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა და მონდომებულ კანდიდატს, რომელიც მზადაა ისწავლოს და განვითარდეს ავტომომსახურების გაყიდვების სფეროში.

ჩვენს შესახებ:

"Ademotors"-ის მიზანია უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის სავალი და ძრავის ნაწილები. ჩვენი კომპანია მრავალი წელია სარგებლობს ბაზარზე მომხმარებელთა მაღალი ნდობით. ჩვენ მოხარულები ვართ მივიღოთ გუნდში ადამიანი, ვინც იზიარებს ჩვენს ენთუზიაზმსა და სიყვარულს ავტომობილებისადმი.

რას გთავაზობთ:

** ორთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება - 1500 ლარი თვეში.
** ორთვიანი პერიოდის შემდეგ, თქვენი ანაზღაურება იქნება 1700 ლარი + ბონუსები შესრულების მიხედვით.
** ერთი წლის შემდეგ გადაიხედება თქვენი პოზიცია და ანაზღაურება.

საჭირო უნარები:

** ავტომობილის ნაწილების კარგი ცოდნა.
** Microsoft Office-ის და კომპიუტერული უნარების საბაზისო დონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: adegroup71@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე