Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ჭიტა
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უკვე თითქმის სამი ათწლეულია, ქმნის ბავშვებისთვის სიხარულსა და ფერად სამყაროს. ჩვენი მიზანია — შევთავაზოთ მომხმარებლებს ხარისხიანი პროდუქტი და განსაკუთრებული ემოცია, ხოლო თანამშრომლებს — განვითარებისა და რეალიზების შესაძლებლობა. "ჭი-ტა" წარმოადგენს სტაბილურ და მზარდ ქართულ კომპანიას, სადაც გუნდის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია საერთო წარმატებისთვის.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #19
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან და პოტენციალის მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, განხორციელება და გაუმჯობესება;
** ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა (საჭიროებების განსაზღვრა, ინტერვიუები, ანალიზი, რეკომენდაციები);
** თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის წარმოება, შრომითი ხელშეკრულებებისა და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა;
** თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების სისტემის დაგეგმვა და დანერგვა;
** ადაპტაციის პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
** მოტივაციისა და ჩართულობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
** ფილიალებისა და დეპარტამენტების მონიტორინგი, სამუშაო გარემოსა და დისციპლინის კონტროლი;
** დასწრების, სახელფასო და ბონუსური სისტემების მონიტორინგი;
** ტრენინგების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და შესრულებაში მონაწილეობა;
** საშტატო ნუსხისა და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების კონტროლი;
** ურთიერთობა სადაზღვევო, სატელეკომუნიკაციო და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, იურიდიული ან ბიზნესის ადმინისტრირება);
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** ადამიანური რესურსების მართვაში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** გამორჩეული ორგანიზაციული უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის კარგი უნარები;
** კრეატიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

რატომ "ჭი-ტა"

** სტაბილური და მზარდი კომპანია 29-წლიანი გამოცდილებით;
** მხარდამჭერი და მეგობრული სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** პროექტებში ჩართვისა და ახალი იდეების რეალიზების თავისუფლება;
** გუნდური კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს და არა მხოლოდ შედეგებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე:kh.chkhikvadze.chita@gmail.com გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "HR მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე