Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679519&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო პროდუქტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო პროდუქტების მენეჯერი
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი", ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.
"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში სამედიცინო პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო ცენტრში (ლაბორატორიაში) არსებული მომსახურების, ლაბორატორიული კვლევების ახალი მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის;
** დაინტერესებულ მომხმარებელთან თანამშრომლობა, შესაბამისი სერვისების გაცნობა;
** ინფორმირებისა და შეთავაზების არხების მოძიება და შემუშავება;
** არსებული მომსახურებების ანალიტიკა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პრეზენტაციის გამართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩეველის" (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩევლის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: hr@mrcheveli.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია