Робота для біженців з України
ფარმაცევტი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ფარმაცევტის ვაკანსიას მარნეულის ფილიალში (თბილისიდან მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ავერსის კლინიკა).

სამუშაო ადგილი: ქ.მარნეული, 26 მაისის ქ.

ძირითადი მოვალეობები:

** ინფორმაციის მიღება კლინიკის სამსახურების ფუნქციური ქვედანაყოფებიდან მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო მოხმარების საგნების საჭიროებასა და მარაგზე;
** აფთიაქებიდან მიღებული მედიკამენტების და სამედიცინო მოხმარების საგნების შესყიდვა. სასაქონლო ზედნადებების მიხედვით მიღებული საქონლის სახელობითი და რაოდენობრივი კონტროლი განსაზღვრული წესის შესაბამისად, ელექტრონულ პროგრამაში ასახვა ერთეულის ფარგლებში;
** მედიკამენტების შენახვის პირობების დაცვის სისტემატური კონტროლი (მედიკამენტების საცავში, განყოფილებებში). ტემპერატურის და ტენიანობის განმსაზღვრელი აპარატურის გამართული მუშაობის კონტროლი და მაჩვენებლების აღრიცხვა შესაბამის ჟურნალში;
** მედიკამენტების და სამედიცინო მოხმარების საგნების ვარგისიანობის ვადების მკაცრი კონტროლი;
** ვადაგასული და გაუვარგისებული საქონლის ჩამოწერა კომისიური წესით;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ხარისხის მართვის სისტემების ცოდნა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გულისხმიერება.

რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://aversiclinic.selfrecruit.ge/s/HzqcC

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" PDPO@aversi.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

https://aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე