| 
				დასახელება: 
				პროექტის კოორდინატორი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							საქართველოს კარიტასი
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
			 | 
		 
			
		
			
				საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.  
 
პროგრამა/პროექტი: განათლების გაძლიერების პროგრამის პროექტი "კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი" 
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი. 
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის 
ხანგრძლივობა: სამთვიანი გამოსაცდელი ვადით;  
ადგილმდებარეობა: თბილისი 
 
სამუშაო მიზანი:  
 
პასუხისმგებელია პროგრამის მენეჯმენტს დაეხმაროს პროექტის მართვაში და კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს კარიტასის კრეატიული ინდუსტრიის სასწავლო ცენტრს. 
 
სამუშაო ვალდებულებები: 
 
** პროგრამის მენეჯმენტის გუნდს დაეხმაროს დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში, ახალი პროექტების შემუშავებაში; 
** იხელმძღვანელოს ბიუჯეტით და აკონტროლოს ხარჯები/ ტრანზაქციები; 
** პროგრამის მენეჯმენტის გუნდისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია შესაძლო პრობლემებზე ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებზე; 
** ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს, მართოს და თვალყური ადევნოს პროექტის ღონისძიებებს და აქტივობებს; 
** კრიტერიუმების შემუშავება და სტუდენტების რეგისტრაციის ორგანიზება; 
** შეიმუშაოს და აწარმოოს სტუდენტების დასწრების ჟურნალი; 
** პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბენეფიციარს ცენტრის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, პროექტის მიერ დაგეგმილი საქმიანობის დროს. 
** დაეხმაროს სპეციალისტებს კურსის სასწავლო პროგრამისა და არსის შემუშავებაში; 
** იმუშავოს პროექტის გუნდთან განრიგის და კურსის დაგეგმვაზე; 
** პროექტის პერსონალის საერთო კრებების ორგანიზება 
** პროექტის პერსონალის კოორდინირებული მუშაობის ორგანიზება; 
** პროექტის ინვენტარის აღწერა და მისი მოვლა-პატრონობა; 
** დარწმუნდეს ტექნოლოგიის სწორად გამოყენებაში ყველა ოპერაციისთვის; 
** შეინარჩუნოს სისუფთავე და დისციპლინა; 
** უზრუნველყოს პროექტის განხორციელება გენდერული ბალანსისა და მონაწილეობითი გზის გათვალისწინებით; 
** კომუნიკაციების მართვა მედიასთან ურთიერთობის საშუალებით, სოციალური მედიით და ა.შ. 
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებით და ღირებულებებით.უზრუნველყოს პროექტის პერსონალის მართვა და დასწრების მონიტორინგი; 
** მონაწილეობა მიიღოს თანამშრომლების შეფასებაში. 
** პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების წარდგენა შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
 
განათლება, გამოცდილება, უნარები 
 
აუცილებელია: 
 
** უმაღლესი განათლება  
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა 
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება  
 
საჭირო უნარები:  
 
** ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი 
** დროის მართვის/ საკუთარი განრიგის ორგანიზების უნარი 
** როგორც ინდივიდუალურად ისე გუნდურად მუშაობის უნარი 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
 
აუცილებელია: 
 
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა 
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური 
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი და მზადყოფნა სწავლისადმი 
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება 
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებლად სამუშაოს შესრულების უნარი 
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა 
** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას 
 
განაცხადის შეტანა:  
 
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: ana.khosiashvili@cct.caritas.ge 
 
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია  
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.  
 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 21.11.2025 
 
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.  
 
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge | https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |