|
დასახელება:
IT პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7.
მოვალეობები:
** სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში არსებული და დაგეგმილი IT და ციფრული პროექტების მართვა;
** IT კომპანიებთან და სერვისის მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** პროექტის მონაწილეებთან და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
** ბაზრის კვლევის განხორციელება და ანალიზი;
** პროგრამების დიზაინის შემუშავება, განახლება და გაუმჯობესება;
** ხარისხის მართვის უზრუნველყოფა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრი.
** სამუშაო გამოცდილება:
- IT პროექტების მართვის მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- Agile ორგანიზაციული სტრუქტურით მუშაობის გამოცდილება.
- ენები: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამები: კომპიუტერულ-საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - IT პროექტების მენეჯერი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|