Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679394&print=yes&view=jobs
 
სარეზიდენტო პროგრამა რადიოლოგიაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარეზიდენტო პროგრამა რადიოლოგიაში
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე რადიოლოგიაში.

საკონკურსო პირობები:

სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით "სამკურნალო საქმე" და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში - "მაძიებელი").

მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
** ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** რეზიუმე (CV).

კონკურსის ეტაპები:

** ინგლისური ენის ტესტი (B2 დონე),
** ქეისის განხილვა და ტესტირება სპეციალიზაციის მიხედვით,
** კონკურსის კომისიასთან გასაუბრება.

საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, 2025 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: Vacancy.Surgery@aversi.com

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პროგრამის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება რეზიდენტურის პროგრამაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ სარეზიდენტო პროგრამაზე, პროგრამის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.kirurgia.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია