| 
				დასახელება: 
				მზარეული
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							სასტუმრო ამპელო
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				სასტუმრო "ამპელო" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დეპარტამენტში, მზარეულის პოზიციაზე. 
 
მდებარეობა: კარდანახი 
სამუშაო გრაფიკი: სრული 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 
 
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; 
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა; 
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად; 
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
 
** სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და მირთმევის პროცესის მართვაში მონაწილეობა; 
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება; 
** კერძების გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის; 
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა; 
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში; 
** საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დაფასოება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელმისამართზე: Info@ampelo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მზარეული. 
 
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. 
 
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |