|
დასახელება:
ღამის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
დიენთი ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
|
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია "დიენთი ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს "Zemeli Boutique Hotel by DNT Group"-ის ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე, ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა #15
სამუშაო დრო: 2 დღე სამუშაო/2 დღე დასვენება (15 ცვლა თვეში)
ანაზღაურება: 70 ლარი ცვლა, (1050 ლარი თვეში)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, სხვა უცხოენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრის მიღება/განთავსება და პროგრამაში რეგისტრაცია;
** გადახდების გატარება და მოწესრიგება;
** სასტუმროს პროგრამაში მუშაობა;
** საბუთების ორგანიზება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** სხვა ადმინისტრაციული საქმიანობა;
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელფოსტის მისამართზე: hr@dntgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ღამის ადმინისტრატორი".
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|