Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Global Olive Corporation
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
წამყვანი საერთაშორისო კომპანია "Global Olive Corporation", რომელიც აქტიურად ოპერირებს ზეთისხილის პროდუქტების წარმოების სფეროში, ეძებს პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და პროაქტიულ პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ზრდასა და დინამიკურ გუნდში.

პოზიცია: ოფისის მენეჯერი

სამუშაო საათები:

** 10:00-18:00 ორშ.-პარასკევის ჩათვლით,
** ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** პროექტისთვის საჭირო დოკუმენტაციების და პრეზენტაციების მომზადება;
** შეხვედრების, ვიზიტებისა და კომპანიის შიდა ღონისძიებების ორგანიზება;
** ოფისის ინვენტარის აღრიცხვა და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** შეხვედრებზე დასწრება საჭიროებისამებრ და ოქმების მომზადება;
** ხელმძღვანელობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** დამფუძნებლებისთვის საჭირო ლოჯისტიკური საკითხების (მივლინებები, ავიაბილეთების, სასტუმროს ჯავშნები, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა)
** შესრულებული საქმიანობის რეპორტინგი დამფუძნებლებთან;

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი);
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულ, ინგლისურ (და სასურველია რუსულ) ენებზე;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** პუნქტუალურობა, ენერგიულობა

გთხოვთ, გადმოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს.

თქვენი CV გადმოგზავნეთ შემდეგ ელმისამართზე: nk@globalolivecorp.com და მიუთითეთ "ოფისის მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე