Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679351&print=yes&view=jobs
 
შემოქმედებითი პერსონაჟი/ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემოქმედებითი პერსონაჟი/ბარმენი
მომწოდებელი: ბარი ამბავი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
ბარი "ამბავი" აცხადებს ვაკანსიას შემოქმედებითი პერსონაჟის / ბარმენის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ძველი თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, თავისუფლების მოედანთან
სამუშაო გრაფიკი: 18:30-02:00 (დღეგამოშვებით, თვეში საშუალოდ 10-15 დღე)
ასაკი: შეუზღუდავი

ანაზღაურება:

** შეთანხმებით- საშუალოდ დღიურად 50-60 ლარი (თიფის გარეშე, ხელზე ასაღები);
ტრანსპორტირებას დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს.

მოთხოვნები:

** ემოციური ინტელექტი;
** ანალოგიურ ან მსგავს (მაგალითად "ბარბექი", დამხმარე, პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია);
** უცნობ ადამიანთან კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ენთუზიაზმი;
** ესთეტიკის (მათ შორის ბარის ესთეტიკის) სიყვარული;
** სამუშაო და ემოციური ჰიგიენის დაცვის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა (აუცილებელია) - ის, ვისაც შეუძლია გართობის სფეროში დასაქმებისას დარჩეს საქმიანი;
** კეთილსინდისიერება;
** You should have impossible in your heart.

თუ თვლით, რომ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hrambavi@gmail.com, "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თუ ორი სიტყვით მოტივაციასაც მოგვწერთ, მეტი შანსია
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 25 დეკემბერი, თუმცა ვჩქარობთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია