| 
				დასახელება: 
				დრაივზე ამანათების გაცემის ოპერატორი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							KiwiPost
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				კომპანია "KiwiPost" აცხადებს ვაკანსიას დრაივზე ამანათების გაცემის ოპერატორი. 
 
მოვალეობები: მიღებული ამანათების დასორტირება და გაცემა. 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
 
** ფიქსირებულ ანაზღაურებას; 
** ჯანმრთელობის დაზღვევას; 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
 
** შრომისუნარიანობა; 
** ორგანიზებულობა; 
** საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა; 
** პუნქტუალურობა; 
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა. 
 
დამატებითი ინფორმაცია: 
 
სამუშაო განრიგი: 3 დღეში ერთხელ დილის 09:00 სთ-დან ღამის 00:00 სთ-მდე. 
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@kiwipost.ge დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "კივის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. 
 
თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის. 
 
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება. 
 
თქვენ გაქვთ უფლება: 
 
** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ; 
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა; 
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით; 
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 
 
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: hr@kiwipost.ge ან წარმოადგინეთ შესაბამისი განცხადება (მის: მცხეთის ქუჩა 1) 
 
გისურვებთ წარმატებას!
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |