Робота для біженців з України
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: G.S Trans
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
სატრანსპორტო კომპანია "G.S Trans" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი საქმიანობა მოითხოვს მასშტაბურ აზროვნებას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების მიხედვით. (ფიქსირებულს+ბონუსი)
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ.
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა;
** გადაზიდვების ორგანიზება და ტვირთის ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
** გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და დაარქივება;
** ახალი გადამზიდების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია თურქული, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);

უნარ-ჩვევები:

** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@gstrans.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ლოგისტიკის მენეჯერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე