Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679301&print=yes&view=jobs
 
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: არტ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
"არტ ჰაუსი" წარმოადგენს შეხვედრების ადგილს შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, სადაც ხელოვნება, გასტრონომიული მრავალფეროვნება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დასვენება ერთიანდება.

შემოგვიერთდით "არტ ჰაუსი"-ს გუნდში და მიიღეთ მონაწილეობა მომსახურების გამორჩეული გამოცდილების შექმნაში. ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე ტალანტებს კაფე "მუზეუმი"-სთვის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც მოსწონს ხელოვნება და მშვიდი გარემო.

პოზიცია: მიმტანი
მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის ქ. #7
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრებისთვის კვებითა და სასმელებით მაღალ დონეზე მომსახურება და მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა.
** პერსონალური და გამორჩეული მომსახურების შეთავაზება.
** სტუმრების მხრიდან პრეტენზიის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება.

ზოგადი მოთხოვნები:

** უცხო ენა: ინგლისური
** შესანიშნავი კომუნიკაციის და მოსმენის უნარი
** ორგანიზებული, პუნქტუალური
** გუნდური მუშაობის უნარი
** გამოცდილება არ არის აუცილებელი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@thearthouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

hr@thearthouse.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@thearthouse.ge

დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია