| 
				დასახელება: 
				მოლარე-კონსულტანტი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							ჩანთის სახლი
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				მაღაზიათა ქსელი "ჩანთის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში პოზიციაზე: მოლარე-კონსულტანტი. 
 
ვაკანსია ცხადდება შემდეგ ლოკაციაზე: ბათუმი, ბათუმი მოლში მდებარე მაღაზია;  
 
სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე 
ანაზღაურება: 800 (რვაასი) ლარი + ბონუსი გაყიდული პროდუქციის % 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
 
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
** სავალდებულოა მოლარე-კონსულტანტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; 
 
პიროვნული თვისებები და უნარები:  
 
** გამართული მეტყველება;  
** სხარტი აზროვნების უნარი; 
** კარგი კომუნიკაციის უნარი; 
** გუნდური მუშაობის უნარი 
 
ძირითადი მოვალეობები:  
 
** მომხმარებელთან კომუნიკაცია; 
** პროდუქციის გაყიდვა; 
** პროდუქციის განლაგების კონტროლი; 
** სალაროს ოპერაციების წარმოება; 
** პროდუქციის მიღება, განლაგება; 
** თაროების მოწესრიგება; 
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cityleasing.ge. წერილის სათაურში (subject) აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი ბათუმში. 
 
გისურვებთ წარმატებებს!
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |