|
დასახელება:
ეკონომიკური სამსახურის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
|
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური სამსახურის მენეჯერის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება - მედიცინის, ჯანდაცვის ან ფინანსების მიმართულებებს);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
** სტაციონარული/ამბულატორიული შემთხვევების გაფორმება;
** პაციენტის მონაცემების ელექტრონულად ატვირთვა;
** წინასწარი ანგარიშ-ფაქტურების მომზადება და ელექტრონულად გადაგზავნა შესაბამის სამსახურებში;
** სადაზღვეო კომპანიებთან ურთიერთობა.
პიროვნული თვისებები:
** გულისხმიერება, თავაზიანობა;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 03.12.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|