| 
				დასახელება: 
				პრომო გოგო
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							3D Painter
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				კომპანია "3D Painter" სუვენირების მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას პრომო გოგოს პოზიციაზე. 
 
"3D Painter" - სუვენირების მაღაზიათა ინოვაციური ქსელი, გთავაზობს შესაძლებლობას იმუშაო კრეატიულ გარემოში და განვითარდე გაყიდვების მიმართულებით! 
 
რას გთავაზობთ: 
 
** სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი 
** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი ან გალერია თბილისი 
** სამუშაო დღეები: კვირაში 3 ან 4 დღე (შეთანხმებით) 
** სამუშაო საათები: 5 სთ და 30 წთ დღეში 
** სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი) 
** ანაზღაურება დღიურად: 45 ლარი პლიუს ბონუსები გაყიდვებიდან  
 
შენი ყოველდღიური ამოცანები იქნება: 
 
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის ეფექტურად გაცნობა; 
** გაყიდვების განხორციელება და დახმარება შერჩევაში; 
** პროდუქციის სტენდებზე ლამაზად და მოწესრიგებულად განთავსება; 
** მენეჯერის მითითებების შესრულება და გუნდთან თანამშრომლობა. 
 
ვის ვეძებთ: 
 
** კომუნიკაბელურ, მხიარულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ ადამიანს; 
** ვისაც უყვარს კონტაქტი ხალხთან და უყურებს საქმეს პასუხისმგებლობით; 
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია (სასურველია დამატებითი ენებიც); 
** მოწესრიგებული, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული. 
 
თუ თვლი, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გადმოაგზავნე შენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr3dpainter@gmail.com. Subject ველში მიუთითე: Promo Girl. 
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, გასაუბრებაზე შემოწმდება უცხო ენის ცოდნა. 
 
არ გაუშვა შანსი - გქონდეს შემოსავალი და გამოცდილება ერთად!
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |