|
დასახელება:
საწყობის ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
Poolandspa
|
|
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
|
კომპანია "Poolandspa" (საცურაო აუზების სამშენებლო კომპანია) აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოფიცრის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო ადგილი: მარშალ გელოვანის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი 10:00 - 18:00
ხელფასი: 2500 ლარი (ხელზე ასაღები
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში მასალის და სხვა მატერიალური ფასეულობების მიღება დასაწყობება და გაცემა დადგენილი წესების შესაბამისად;
** შეკვეთილი მასალების მომზადება-გაშვება შესაბამის ობიექტებზე;
** სამშენებლო ობიექტებიდან დაბრუნებული მასალების აღრიცხვა დასაწყობება;
** საწყობის პერიოდული ინვენტარიზაცია;
** სასაწყობე პროგრამაში მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია, მექანიკა (სავალდებულო).
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე office@poolandspa.ge Subject -ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|