|
დასახელება:
სამშენებლო სარემონტო სამუშაოთა მწარმოებელი
|
| მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
|
სამშენებლო კომპანია ეძებს გამოცდილ სამშენებლო სარემონტო სამუშაოთა მწარმოებელს (პრარაბს) მრავალსართულიანი მონოლითური შენობის მშენებლობისთვის.
მოთხოვნები:
** სამშენებლო/სარემონტო სამუშაოთა წარმოების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად სამუშაოების დაგეგმვა და წარმოება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და ფორმა N2-ის წარმოება;
** პროექტისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის და ანალიზის უნარი;
** სამუშაოთა შემსრულებელი თანამშრომლების მოძიება და კონტროლი;
** სამშენებლო/სარემონტო ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობა, ხარისხისა და მოცულობის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ფიქსაცია ფორმა N2-ში;
დამატებითი მოთხოვნები:
** წინა სამშენებლო კომპანიიდან დადებითი რეკომენდაციის წერილი - სავალდებულოა;
** სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობიანი, მოწესრიგებული და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: tsconstruction2121@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|