| 
				დასახელება: 
				კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							ინტელკომ ჯგუფი
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 
 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/ 
 
ძირითადი მოვალეობები: 
 
** კორპორატიულ მომხმარებელთან ურთიერთობა; 
** გაყიდვების პროცესის მართვა; 
** მოლაპარაკების წარმოება; 
** პრეზენტაციის წარდგენა; 
** კომერციული წინადადების მომზადება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 
 
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, PR-ის ან მსგავსი მიმართულებით; 
** მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში; 
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
** კრიტიკულად და შემოქმედებითად აზროვნების უნარი; 
** ქართულად გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;  
** IT სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
** B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად 
 
ანაზღაურება და ბენეფიტები: 
 
** ფიქსირებული ხელფასი: 2000 ლარი + ბონუსები; 
** ჯანმრთელობის დაზღვევა; 
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; 
** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები; 
 
სამუშაო პირობები: 
 
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით; 
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი); 
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში. 
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი". 
 
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |