Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679253&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: აი ჯი დეველოფმენტი
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია" წარმოდგენილია წამყვანი სავაჭრო ცენტრებით "სითი მოლი საბურთალო", "სითი მოლი გლდანი" და პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრით "სითი თაუერი".

სითი მოლი საბურთალოს პრემიუმ სივრცის ახალი პროექტისთვის ვეძებთ კონსულტანტს.

მდებარეობა - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #70
სამუშაო განაკვეთი - სრული

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება კომპანიაში დანერგილი სტანდარტის მიხედვით
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** პროდუქციის დარბაზში განთავსება და მოწესრიგება
** სალაროსთან მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საცალო გაყიდვების სფეროში მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია