Робота для біженців з України
ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბარისტო
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
კომპანია "ბარისტო" ყავის და ვენდინგ აპარატების ერთ ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.

მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 400-ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.

ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka

კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობა: სხვადასხვა მისამართებზე არსებულ აპარატებზე ტერმინალების დამონტაჟება

მოთხოვნა:

** ტექნიკური ინჟინრის ან ელექტრობასთან დაკავშირებული განათლება ან გამოცდილება, ტექნიკის დაშლა აწყობასთან ან მსგავს მიმართულებაში გამოცდილება და უნარ ჩვევები
** მართვის მოწმობა "B" კატეგორია

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული
** პუნქტუალური
** მოწესრიგებული
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

ანაზღაურება: პირველი თვე 1200 ლარი, შემდგომ 1500 (ზრდის პერსპექტივით)
სამუშაო საათები: 5/7; ორშ. -პარ.10:00 - 18:00 (შაბათი, კვირა - დასვენების დღე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქუჩა 52
ჯანმრთელობის დაზღვევა - დასაქმებიდან 2 თვის შემდეგ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: hr@baristo.ge; მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@baristo.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე